როგორც მოგეხსენებათ, დავიდ ვილამ დღეს გაიარა სამედიცინო შემოწმება და
რამდენიმე წუთის წინ წარადგინეს ”ნოუ კამპზე”.საპრესკონფერენციო დარბაზში
ის ლაპორტასთან ერთად გამოჩნდა და ჟურნალისტებს გაესაუბრა. პირველი
სიტყვები, მას შემდეგ, რაც მან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ამგვარი
იყო: ,, იჯდე ამ ადგილას, ეს არის ღირსების საკითხი და ჩემთვის კარიერაში
ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. როგორც იქნა, მივაღწევ ჩემს ოცნებას და
ვითამაშებ ისეთ გუნდში, როგორიც ,,ბარსელონაა''. (სანამ ლაპარაკს
განაგრძობდა, აშკარად შეეტყო ნერვიულობა) მე დავთმობ სისცოცხლეს ამ გუნდის
გამო, ყველა კატალონიელი გახარებული იქნება ჩემი თამაშით. ჟურნალისტის
კითხვაზე ყოფილმა ,,ღამურამ" უპასuხა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ
თუ ის წავიდოდა ,,ვალენსიადან'', აუცილებლად მოირგებდა ,, ბარსელონას''
ფორმას.
წყარო: www.barcamania.com
რედაქტორი: aDmIn
|