ყოველთვის გამოჩნდება კითხვა, რომელიც
ცნობილი პიროვნების მომავალს უკავშირდება. არც პეპ გვარდიოლაა
გამონაკლისი. პეპმა ერთ-ერთ კითხვას ასეთი პასუხი გასცა:
”მოვუსმენ ნებისმიერ შემოთავაზებას ”ატლეტიკ ბილბაოდან”. მე ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს იქ.” ”ეს
მშვენიერი კლუბია, მდიდარი ისტორიით და მე უბრალოდ მიყვარს ”სან მამესი” -
განაცხადა გვარდიოლამ. ”მომწონს მათი თამაშის სტილი, რომელის წყალობითაც
ბასკები თამაშს იგებენ. მუდამ დალაგებული თამაში და შემტევი ტაქტიკა. მათ
ფეხბურთის ჩემებური ხედვა აქვთ."
"ამიტომ, როდესაც ”ბარსელონადან” გამომაგდებენ, მე დაველოდები მათ შემოთავაზებებს. მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი მოვლენ.” - თქვა პეპმა სახეზე ჩვეული ღიმილით.
კითხვა გვარდიოლას დაუსვა ბასკური ტელევიზიის, ”ETB”-ს
ჟურნალისტმა. ეს კითხვა გამოიწვია ბასკური კლუბის ტექნიკური დირექტორის,
ანდონი სუბისარეტას გულწრფელმა მოპატიჟებამ. აღსანიშნავია, რომ სუბისარეტა
ითველბა ჩიკი ბეგირსტაინის შემცვლელად კატალონიურ კლუბში. ბასკების
დირექტორმა პეპ გვარდიოლა ”ატლეტიკის” გასაწვრთნელად დაპატიჟა.
წყარო: www.totalbarca.com
|