ფეხბურთელები მშვენიერ განწყობაზე
იმყოფებოდნენ ოთხშაბათის სავარჯიშო სესიაზე, რომელიც მთლიანად ბოლო ტურის
მატჩისთვის მომზადებაზე იყო ფოკუსირებული. ინიესტა სწრაფად პროგრესირებს
და იმის შესაძლებლობაც მიეცა, რომ გუნდთან ერთად ევარჯიშა.
მანამდე კი, სეიდუ კეიტა განცალკევებით ვარჯიშობდა, მაგრამ მალელი მზად იქნება კვირის მატჩისთვის.
ინიესტა განაცხადში ითვლება
სამშაბათს
ანდრეს ინიესტას დაბრუნებიდან გამომდინარე, ესპანელი ოთხშაბათსაც
უპრობლემოდ ვარჯიშობდა. როგორც ყოველთვის, ”ბარსა ატლეტიკიდან” ტიაგო
ალკანტარა ამჯერადაც დაემატა ძირითად გუნდს. ბრაზილიელი მაქსველი და
მალელი კეიტა განცალკევებით ვარჯიშობდნენ.
ერთი დიდი ოჯახი
უამრავი
ფანისგან შემდგარი ჯგუფი თვალს ადევნებდა ფეხბურთელების ვარჯიშს. ფანებს
შორის იყო კუიკუე კოსტასიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ”ბარსელონას”
სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებს წვრთნიდა, მათ შორის გვარდიოლასაც და მის
შვილებს, კუიკუეს და ოსკარ ალვარესს, რომლებიც ერთმანეთის გვერდით
თამაშობდნენ დიდი ხნის მანძილზე კლუბის ახალგაზრდულ სექციებში.
შემდეგი სავარჯიშო სესია
ფეხბურთელები ხუთშაბათს დაისვენებენ და ვარჯიშს პარასკევს, 11 სთ-ზე გააგრძელებენ.
გუშინდელი ვარჯიშის სურათები:
წყარო: www.fcbarcelona.cat