ფრანგული კლუბ "ბორდოს" მთავარი მწვრთვნელი, ლორან ბლანი იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც მოხიბლულნი არიან კატალონიური "ბარსელონას" სათამაშო სტილით.
France Football-თან ინტერვიუში მან ჟურნალისტს განუცხადა, რომ კატალონიურმა პუბლიკამ ბედნიერად უნდა იგრძნოს თავი იმის გამო, რომ მათ ყავთ ისეთი გუნდი, როგორიცაა "ბარსელონა".
"-ნებისმიერი მწვრთვნელი ინატრებდა, რომ მის გუნდს ეჩვენებინა მსგავსი ფეხბურთი, ვინაიდან ეს სრულყოფილი სილამაზეა. მე ძალიან მომწონს "ბარსელონას" თამაშის მანერა, ეს გუნდი მსოფლიო ფეხბურთი სახეა."_განაცხადა ყოფილმა, მგრამ არც თუ ისე წარმატებულმა "ბარსელონელმა". მან ასევე კომენტირება გაუკეთა კატალონიური კლუბის მარცხს, რომელიც მათ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ინტერთან" იწვნიეს, მან თქვა, რომ ეს განპირობებული იყო უმეტესწილად იმიტომ, რომ კლუბს ესპანეთიდან იტალიაში ავტობუსით მოუხდა ჩასვლა.
წყარო:www.championat.ru
რედაქტორი: aDmIn