"ბარსა" მომავალ სეზონში რეტრო ფორმას მოირგებს, რომელიც ძალიან ემსგავსება 80-იანი წლების ფორმას. "SPORT"-ის ცნობით "ნაიკმა" უკვე დახვეწა ახალი ფორმა და იგი დაემსგავსება "ბარსელონას" ძველ ფორმას, მაშინ კატალონიელები მაისურზე საყელოს ატარებდნენ. ფერები და ზოლები არ შეიცვლება.

 შორტებში და წინდებშიც ასევე შეტანილი იქნება ცვლილებები. ისინი წითელი ფერის იქნებიან. შეცვილი შორტი და ლურჯ-ალისფერი წინდები უცხო არ არის, რადგან კატალონიელები მათ წინა სეზონშიც ატარებდნენ.

 რაც არ შეიცვლება, ეს არის "უნისეფის" ლოგო, რომელიც ისევ ფეხბურთელების მკერდზე იქნება გამოსახული. სპონსორის("ნაიკის") ლოგო კი მაისურის მარჯვენა მხარეს ინება გამოხატული. ჯერ არ არის ცნობილი კლუბის ახალი ხემძღვანელობა, რომელიც 13 ივნისს დაინიშნება, შეცვლის თუ არა რაიმეს ფორმაში ან გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს სპონსორებთან.

 გუნდის სათადარიგო ფორმაშიც მოხდება ცვლილებები. მაისურზე აღარ იქნება ლურჯი ნიშანი, რომელიც გუნდს იოჰან კრუიფის მწვრთნელობის დროიდან აქვს. იმ სეზონიდან როდესაც "ბარსელონამ" ჰოლანდიელის თავკაცობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

 სათადარიგო ფორმის შორტი ნახევრად მუქი ნაცრისფერი და ნახევრად ლურჯი იქნება. ამ ფერებს გააცალკევებს მაისურის ფერის ზოლი.

 

 "ნაიკმა" და "ბარსელონამ" გადაწყვიტეს ახალი ფორმა ამ სეზონშივე წარედგინათ, თუ კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებდა, მაგრამ ეს უკვე გამორიცხულია.

წყარო: www.sport.es 

რედაქტორი: aDmIn