კვირა, 2024-04-28, 2:03 AM
GrInChI.TK
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
მეგობარი საიტი
ძებნა
სექციის კატეგორიები
თხოვნები
პროგრამები
თამაშები
ფილმები
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
გაკვეთილები
მობილურისთვის
ელ.წიგნი
სერიალები
ანიმაციები
სპორტი
სხვა....
როგორ დავდო სიახლე
საეკლესიო
ახალი ამბები
ჩვენი გამოკითხვა
ვის ბალეშიკობთ მსოფლიო ჩემპიონატზე?
სულ პასუხი: 167
ბანერი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ბანერი
მთავარი » 2010 » თებერვალი » 19 » სამშობლო
9:48 PM
სამშობლო
                                                                          რას ნიშნავს საქართველო?


ჩვენი სამშობლო საქართველოა, ჩვენია მისი ყოველი კუთხე, მთა და ბარი. თბილისში თუ ვცხოვრობთ, მარტო თბილისელები კი არა ვართ და მარტო თბილისი კი არ გვიყვარს, არამედ საქართველოს ყველა სხვა კუთხეც. ასევე უნდა ფიქრობდეს სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქართლში, სამაჩაბლოში, სამეგრელოში, აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში, სვანეთში, თუშეთში ან ხევსურეთში მცხოვრები ყველა ადამიანი. შეუძლებელია გიყვარდეს საქართველო და არ გიყვარდეს მისი რომელიმე მხარე. ყველა კუთხეს თავისი სილამაზე აქვს. სხვანეთი მაღალი, თოვლიანი მთებითა და უძველესი კოშკებით გვიზიდავს, მესხეთი - საუკუნოვანი ტაძრებითა და კლდეებით, ლამაზი ფერები რომ გადაკვრია, კახეთში უკიდეგანო ზვრებია, იმერეთში - კოხტა გორაკები, ლამაზად რომ აჭრელდება შემოდგომობით. ლამაზია რაჭა-ლეჩხუმიც - საქართველოს უმშვენიერესი მხარე... მაგრამ ჩვენი სამშობლოს მთავარი სიმდიდრე მაინც მისი ხალხია. სხვადასხვა კუთხის შვილები ერთმანეთისგან თითქოს განსხვავდებიან, ზოგი უფრო მკვირცხლი და ენამოსწრებულია, ზოგიც შედარებით დინჯი და სიტყვაძვირი, მაგრამ მთავარი მაინც საერთოა: ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქართული ენა. ეს სამი რამ ყველას გვაერთიანებს.


                                                                         როგორ შევიყვაროთ საქართველო?


ხშირად გვეუბნებიან, რომ სამშობლო უნდა გვიყვარდეს, მაინც რას ნიშნავს ეს?
საქართველოს ძალიან სჭირდება კარგი სასულიერო პირები, კარგი სამხედროები, კარგი ინჟინრები და ექიმები - საერთოდ ყველა სპეციალობის ადამიანი. თუ ისინი არ გვეყოლება, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება - დაკარგულ მიწებს ვერ დავიბრუნებთ, ვერც სამუშაოდ წასული ჩვენი მამები, ძმები და სხვა ახლობლები დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში. სიღარიბის გამო ბევრი ბავშვი სათამაშოს, ნახატებიანი წიგნისა და ტკბილეულის გარეშე დარჩება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი სპეციალისტები გამოვიდეთ, ამისთვის კი ბეჯითი სწავლაა საჭირო - როდესაც ვცდილობთ, კარგად ვისწავლოთ, მაშინ ჩვენ სამშობლო გვიყვარს.
თუ ყველაფერს, რაც საქართველოსთანაა დაკავშირებული, გულმოდგინედ შევისწავლით, თუ კარგად გვეცოდინება ჩვენი სარწმუნოება, ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, მაშინ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვიდგამს სამშობლოს სიყვარულის გზაზე.
თუკი ბავშვობიდან მივეჩვევით შრომას, მივეხმარებით მშობლებს, ახლობლებს, უცნობებს, ჩვენ სულიერ მოძღვარს, მაშინაც გვიყვარს სამშობლო.
თუკი ქუჩებსა და სადარბაზოებს ვუფრთხილდებით, არ ვანაგვიანებთ, კედლებზე უაზრო ან ცუდ წარწერებს არ ვაკეთებთ, ტრანსპორტში ან სახლებში სკამებსა და ნივთებს არ ვაფუჭებთ, მაშინაც სამშობლო გვიყვარს.
თუკი ვისწავლით, რომ საქართველოს გასაჭირი, ჩვენს გასაჭირად იქცეს, ხოლო ლხინი, ჩვენს სიხარულად, მაშინ საქართველოს ცხოვრებით ვიცხოვრებთ და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო გვყვარებია.
ბავშვობიდანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ საქართველო გაძლიერდეს, მის ყველა კუთხეში ცხოვრობდეს ქართველი, ისმოდეს გამართული ქართული ენა... და თუ ამაზე ვიფიქრებთ, მაშინ, ღვთის შეწევნით, მომავალში ჩვენს სურვილს საქმედ ვაქცევთ კიდეც და ესეც სამშობლოს სიყვარული იქნება.
მაგრამ სამშობლო განსაკუთრებით მაშინ გვიყვარს, როდესაც მისთვის ვლოცულობთ, იმიტომ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ლოცვით უამრავი სასიკეთო საქმე გამოსულა. ლოცვას კი ძალა მაშინ ექნება, როდესაც ვიმარხულებთ, აღსარებას ვიტყვით, ვეზიარებით, სახარებასა და წმიდათა ცხოვრებას წავიკითხავთ, როდესაც გვეყოლება სულიერი მოძღვარი, ე.ი. ჭეშმარიტი ლოცვის სწავლება მხოლოდ ეკლესიას შეუძლია და თუ ეკლესია ძალიან, ძალიან გვიყვარს, მაშინ საქართველო ნამდვილად გვყვარებია.

                                                                         ლოცვა სამშობლოსათვის


სიყვარულის გაზიარება ჩვენი კეთილი საქმეებით ხდება. ყველა ადამიანს თავისი საქმე აქვს. ზოგი მშენებელია, ზოგი მომღერალი, ზოგიც ჯარისკაცი. ჯერ თქვენ პატარები ხართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქმის კეთება მაინც შეგიძლიათ. ყველაზე დიდი საქმე, რაც თქვენ ერთმანეთს, ჩვენს სამშობლოს შეიძლება გაუკეთოთ, არის ლოცვა.
ლოცვა არის უფლის მოწვევა ჩვენთან. როცა გვინდა, რომ საქმე მარტო ადამიანებმა კი არ ვაკეთოთ, არამედ ღმერთიც ჩვენთან ერთად იყოს. ბავშვების ლოცვას დიდი ძალა აქვს. განა შეიძლება მშობელი, ჩვენი ზეციერი მამა, ღმერთი არ მიეხმაროს თავის შვილებს კეთილი სურვილების შესრულებაში?
ჩვენ გვწამს, ყველა საქმე, რომელიც ღმერთთან ერთად კეთდება, კარგად სრულდება.
ამიტომ, მოდით, ყოველდღე მარტო საკუთარი თავისათვის, ან მარტო ჩვენი ოჯახის წევრებისათვის კი არ ვილოცოთ, არამედ ყველასათვის, ვინც ჩვენს სამშობლოში ცხოვრობს. თუკი ლოცვაში იზრუნებთ ერთმანეთზე, საქმეშიც მოახერხებთ ერთმანეთის დახმარებას. ასე მოეფინება სიყვარული არა ერთსა და ორ ადამიანს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას, და ასე გახდებით თქვენ დიდი ადამიანები, რადგან დიდ საქმეს, საქვეყნო საქმეს, სამშობლოს საქმეს გააკეთებთ.
ასე, რომ ვილოცოთ საქართველოსთვის, მისი ძლიერებისათვის, დაკარგული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის, მშვიდობისათვის.
კატეგორია: სხვა.... | ნანახია: 924 | დაამატა: aDmIn | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ბანერი
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
რეკლამა
Copyright GrInChI © 2024