შაბათი, 2024-04-20, 7:36 PM
GrInChI.TK
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
მეგობარი საიტი
ძებნა
სექციის კატეგორიები
თხოვნები
პროგრამები
თამაშები
ფილმები
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
გაკვეთილები
მობილურისთვის
ელ.წიგნი
სერიალები
ანიმაციები
სპორტი
სხვა....
როგორ დავდო სიახლე
საეკლესიო
ახალი ამბები
ჩვენი გამოკითხვა
ვის ბალეშიკობთ მსოფლიო ჩემპიონატზე?
სულ პასუხი: 167
ბანერი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ბანერი
მთავარი » 2010 » მაისი » 16 » მესი: "მომავალ წელს უფრო მომზადებულები დავბრუნდებით"
0:01 AM
მესი: "მომავალ წელს უფრო მომზადებულები დავბრუნდებით"

 მესი: "მომავალ წელს უფრო მომზადებულები დავბრუნდებით"

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ლიონელ მესიმ "sport"-ის ჟურნალისტებს მისცა:

 თავს განსაკუთრებულ პიროვნებად გრძნობთ, მას შემდეგ რაც ამდენი ოფლის ღვრის შედეგად კვლავ პრიმერას ლიდერობთ?
 დიახ, ყველაზე მნიშვნელოვნად. ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს წელი ჩვენთვის განსაკუთრებული გამოდგა, მარტო იმიტომ რომ მადრიდელები კვალში გვიდგანან და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევენ.

 და ალბათ გაქვთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებს სულ თან სდევთ...
 ვაგრძელებ ისე თამაშს, როგორც ყოველთვის ვთამაშობდი. პირველ ნომრად ყოფნას არ შევუცვლივარ, არც მინდორზე და არც მინდვრის გარეთ.

 იმღრებთ სიმღერას კვირას "ნოუ კამპზე", თუ ჩემპიონები გახდებით?
 რა თქმა უნდა! მაგრამ, ჯერ უნდა დავამარცხოთ "ვალიადოლიდი" და შემდეგ ყველანი ავღნიშნავთ ფანებთან ერთად, როგორც წესია.

 როდის ხედავთ ლეო მესის კაპიტნის სამკლაურში?
 არ ვიცი, დღეს "ბარსელონაში" კაპიტნობენ ფეხბურთელები, რომლებიც გამოცდილებით გამოირჩევიან, მაგრამ ყველანი თვლიან, რომ როდესმე მეც გავხდები კაპიტანი.

 გასულ წელს თქვენ პირობა დადეთ, რომ მოიგებდით ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ, გახსოვთ?
 კი, მეტნაკლებად.

 არადა შეგეძლოთ...
 ძალიან ცოტა დაკვაკლდა. ისეთი იღბალი რომ გვქონოდა, როგორიც შარშან ნახევაფინალში გვქონდა, ახლა მადრიდის ფინალზე ვიფიქრებდით, მაგრამ ყოველ წელს ვერ მოვიგებთ. "ბარსელონამ" მხოლოდ სამჯერ მოახერხა ამ ტიტულის აღება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მომავალ სეზონში უფრო მეტი შემართებით და პასუხისმგებლობით დავბრუნდებით.

 "ნოუ კამპზე" მატჩი "ინტერის" წინააღმდეგ იყო თამაში, რომელშიც "ბარსა" თავის სიძლიერეს ვერ აჩვენებდა?
 დიახ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთებში მოვუმატეთ, გავიტანეთ და და მეორე გოლზე დავიწყეთ ფიქრი.

 საბედნიეროდ, ფეხბურთში წარსულზე ფიქრის დრო არ არის...
 მართალია. ყველაფერი სწრაფად ხდება. წასრულს და ძველს მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც უკან ვიხედები, თავბრუ მეხვევა.

 თქვენ შეგიძლიათ "ვალიადოლიდს" გოლები გაუტანოთ და დაეწიოთ "ბლაუგრანას" ბომბარდირს, რონალდოს, რომელმაც ერთ სეზონში 34 გოლი გაიტანა.
 მაგაზე მეც ბევრს ვფიქრობ. თუ მოვახერხე, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სამი ქულის აღება იქნება.

 ხომ არ გაღელვებთ ის, რომ მუდმივად გადარებენ კრიშტიანო რონალდოსთან მადრიდიდან?
 ინდივიდუალურად არავის არ ვადრი ჩემს თავს. ჩემი ვალია დავეხმარო გუნდს მაქსიმალურად.

 თუ იცთ რას ნიშნავს "ვილარატო"?
 სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს რას უნდა ნიშნავდეს "ვილარატო".

 პირდაპირ ვთქვათ, "ბარსას" მატჩებში არბიტრები კარგად ვერ მსაჯობენ...
 მსაჯი ყველა თამაშში შეიძლება შეცდეს. ისინი ხშირად ცდებიან, ამგრამ ჩვენ არ გვჭირდება არავის დახმარება. თუ რომელიმე მსაჯი "რეალის" ან "ბარსას" მატჩებში სუბიექტურ გადაწყვეტილებას იღებს, ეს არ ნიშნავს რომ იგი იმ გუნდის ფანია.

 დაინტერესებული ხარ, თუ არა "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩვენებში?
 მსოფლის ჩემპიონატზე ვიქნები და არა მგონია თვალყურის დევნება შევძლო. სულ სხვა რამეზე ვიქნები კონცენტრირებული.

 კრიშტიანო რონალდომ მომავალში "ბარსაში" გადაბარგება არ გამორიცხა და დაიხმარა სიტყვები: "არასოდეს არ თქვა "არასოდეს". გამორიცხავს თუ არა ლეო მესი ოდესმე "რეალში" გადაბარგებას?
 სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მიდნა სხვა კლუბში. "ბარსელონაშიც" კარგად ვგრძნობ თავს. მართალია, არავინ იცის რა მოხდება მომავალში, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ეს არასოდეს არ მოხდება, რადგან მე ყოველთვის მენდომება ამ კლუბში დარჩენა.

 უკვე დაენიძლავეთ პინტოს, რომ ამ სეზონში 38 გოლზე მეტს გაიტანთ?
 ჩვენ დავნიძლავდით, რომ თუ მოვიგებდი სულ სხვა რამეს გადამიხდიდა.

 და რა არის ეგ სხვა?
 ეგ ჩვენს შორის დარჩება.

წყარო: www.sport.es

რედაქტორი:aDmInI

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 876 | დაამატა: aDmIn | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ბანერი
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
რეკლამა
Copyright GrInChI © 2024