ხუთშაბათი, 2024-03-28, 8:11 PM
GrInChI.TK
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
მეგობარი საიტი
ძებნა
სექციის კატეგორიები
თხოვნები
პროგრამები
თამაშები
ფილმები
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
გაკვეთილები
მობილურისთვის
ელ.წიგნი
სერიალები
ანიმაციები
სპორტი
სხვა....
როგორ დავდო სიახლე
საეკლესიო
ახალი ამბები
ჩვენი გამოკითხვა
ვის ბალეშიკობთ მსოფლიო ჩემპიონატზე?
სულ პასუხი: 167
ბანერი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ბანერი
მთავარი » 2010 » მაისი » 15 » კატალონიელი სუბისარეტა
11:56 PM
კატალონიელი სუბისარეტა
კატალონიელი სუბისარეტა
სახელი: ვიქტორ ვალდესი

დაბადების თარიღი: 1982 წლის 14 იანვარი

დაბადების ადგილი: ოსპიტალეტ დე ლობრეგატი

სიმაღლე: 183 სმ

წონა: 78 კგ

მოქალაქეობა: ესპანეთი

ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული

ამპლუა: მეკარე

კლუბები მთელს კარიერაში: "ბარსელონა ბ” (2000-2003); "ბარსელონა” (2003-…)

მატჩები ნაკრებში: 13

ტიტულები ნაკრებში: არ აქვს

ტიტულები "ბარსელონაში”: ესპანეთის ჩემპიონი (2004/2005; 2005/2006; 2008/2009); ესპანეთის თასის მფლობელი (2008/2009); ესპანეთის სუპერთასის მფლობელი (2005, 2006, 2009); ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი (2005/2006, 2008/2009); ევროპის სუპერთასის მფლობელი (2009); კატალონიის თასის მფლობელი (2004, 2005, 2007, 2009).




ვალდესი მოკლედ თავის შესახებ:

საყვარელი ქალაქი: ბარსელონა

ბავშვობის საყვარელი კლუბი: ბარსელონა

საყვარელი ფერი: ლურჯი და შავი

დღის საუკეტესო მონაკვეთი: ღამე

მთავარი ნაკლი: იმპულსური

საყვარელი მსახიობი კაცი: დენზელ ვაშინგტონი

საყვარელი მსახიობი ქალი: ჯულია რობერტსი

საყვარელი ფილმი: "შემოდგომის ლეგენდები” ("Legends of the fall”, დრამა, 1994 წელი); "ანტუან ფიშერი” ("Antwone Fisher”, დრამა, 2002 წელი)

საუკეთესო მეგობარი: ანდრეს ინიესტა

კუმირი: ოლივერ კანი

ყველაზე სექსუალური მსახიობი: ჯულია რობერტსი, შარლიზ ტერონი.

დასასვენებელი ადგილი: მთები

ქვეყანა, რომელშიც ისურვებდა წასვლას: ინდოეთი

ყველაზე შესანიშნავი მონუმენტი: ტაჯ მაჰალი (ინდოეთი)

საყვარელი წიგნი: განდის ბიოგრაფია

საყვარელი საჭმელი: ბრინჯი

მშობლებისგან ისწავლა: საქმის ბოლომდე მიყვანა

ყველაზე მთავარი ცხოვრებაში: ჯანმრთელობა

საყვარელი მუსიკალური ჯგუფი: DJ Tiesto

საყვარელი მომღერალი: ბრაიან ადამსი, ეროს რამაზოტი.

საყვარელი კომპოზიცია: Sound The Bugle (ბრაიან ადამსი)

თავის თავს უბრძანა: იყიდოს ცხენი თავისი ოჯახისათვის

კატალონიელი სუბისარეტა


ძალების პირველი გამოცდა "ლა მასიაში”

ბედმა თვითონვე მიიყვანა ვალდესი "ბარსელონამდე”. ვიქტორს, რომელიც არის მეორე შვილი აგედა არიბასის და ჟოზე მანუელ ვალდესის ოჯახში, უბრალოდ არ შეეძლო არ გამხდარიყო ფეხბურთელი; იგი ხომ ბარსელონას პროვინციაში ოსპიტალეტ დე ლობრეგატში "ნოუ-კამპთან” ახლოს იყო დაბადებული. "ნოუ-კამპს” აშკარად ვარსკვლავების მიმზიდველი მაგნიტი აქვს. ერთ-ერთ ასეთი ვარსკვლავი გახდა ვალდესი, რომელმაც ადრეული ასაკიდან აირჩია თავისი კარიერა და გაიღო თავისი ძალები კატალონიელი გრანდისათვის. დიდი ხნის შემდეგ მას ასეთი კითხვა დაუსვეს: "ვინ იქნებოდით პროფესიით ფეხბურთი რომ არა?” ვიქტორმა ასეთი პასუხი გასცა: "ფეხბურთელად”. ამით მან დაამტკიცა, რომ ფეხბურთის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია.

ყველა ჩვენთაგანი ნერვიულობს საკუთარ მომავალზე. ზოგიერთი ირჩევს კარიერას და შემდეგ ნანობს, თუმცა აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე აირჩიო რაიმე პროფესია რათა რაიმეს მიაღწიო. ზუსტად იგივე სიტუაციაა ფეხბურთშიც. შეხედეთ მესის, დოს სანტოსს, ბოიანს. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც შესანიშნავად ამართლებენ საკუთარ გადაწყვეტილებას, რომელიც ადრეულ ასაკში მიიღეს. თუნდაც გიორგი ჭანტურია, პირველი ქართველი, რომელმაც გააკეთა სასწაული და დღეს დღეობით კატალონიელების მაისურით თამაშობს. რაც შეეხება ვიქტორ ვალდესს, იგი რა თქმა უნდა შედის ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებში, იგი ხომ ყველაზე ახალგაზრდა იყო როდესაც პირველი მატჩი ჩაატარა "ლა მასიას” რიგებში. მან ეს ნაბიჯი გადადგა, როდესაც იყო 10 წლის 7 თვის 15 დღის (29 აგვისტო, 1992). აღსანიშნავია, რომ ვიქტორის ეს რეკორდი ჯერ არავის არ გაუუმჯობესებია, ანუ ჯერჯერობით არავის არ უთამაშია "ლა მასიაში” 10 წლის ასაკში.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიქტორს მეკარეობა ძალიან არ უნდოდა, თუმცა მისი ძმა რიკი აძალებდა მას და ჩვენდა სასიხარულოდ ვიქტორმაც საბოლოოდ აირჩია ეს პოზიცია. რიკარდი ხვდებოდა, რომ მისი ძმისაგან ბრწყინვალე გოლკიპერი გამოვიდოდა. იგი ყოველთვის ეხმარებოდა ვიქტორს რთული გადაწყვეტილებების მიღებაში. ამჟამად იგი თავისი ძმის და "ბარსას” ნომერი პირველი გულშემატკივარია.

ვიქტორ ვალდესისათვსის "ლა მასიაში” ყველაფერი ისეთი ადვილი არ იყო როგორიც წარმოედგინა. იგი ერთადერთი ფეხბურთელი იყო 10 წლის ასაკით. სხვები მასზე 3 წლით დიდები იყვნენ. "მე ძალიან ბევრს ვტიროდი, იქ არ იყვნენ ჩემი ასაკის ბავშვები, ამიტომ მე ყოველთვსის მარტო მიხდებოდა ჩემი საქმის კეთება, რაც ჩემთვის ძალიან ძნელი იყო”. იხსენებს ვალდესი. ამას დაემატა ის, რომ ვალდესების ოჯახი იძულებული გახდა გადასულიყო ტენერიფეში. ეს შეიძლებოდა გადამწყვეტი ყოფილიყო ვიქტორის კარიერაში და ყველაფერს წერტილი დასმოდა.

ბარსელონაში დაბრუნება


ვიქტორმა განუცხადა მამას მისი მძიმე გადაწყვეტილება და უთხრა, რომ მზადაა დაბრუნდეს უკან და კიდევ ერთხელ გამოსცადოს თავისი ძალები კატალონიურ გრანდში. ჟოზე მანუელმაც (მამამ) გადაწყვიტა დალაპარაკებოდა "ლა მასიას” მწვრთნელს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა დავიწყებული ვიქტორის უდიდესი ტალანტი. საბოლოოდ 1995 წლის 15 აგვისტოს, 13 წლის ასაკში ვიქტორი კვლავ ბრუნდება კატალონიაში და იწყებს თამაშს "ლა მასიას” რიგებში.

კატალონიელი სუბისარეტა


მართალია ვალდესი ბრუნდება, თუმცა უკვე ბევრი რამ არის შეცვლილი. გამოჩდნენ ახალი, ტალანტით დაჯილდოვებული მეკარეები; მათ შორის კი ერთ-ერთი იყო პეპე რეინა. კლუბის ხელმძღვანელობამ, კონკურენცია რომ არ ყოფილიყო მეკარეებს შორის, გადაწყვიტა მეკარეებს რიგის მიხედვით ჩაეტარებინათ მატჩები. (ანუ ერთ თამაშს ვალდესი ატარებდა, მეორეს რეინა). მაგრამ საბოლოო ჯამში რეინას უფრო ენდნენ და იგი 1 წლით ადრე გადავიდა "ბარსა ბ”-ში ვიდრე ვალდესი. ასევე ვალდესზე ადრე შედგა მისი დებიუტი "ბარსას” პირველ გუნდში, მაშინ იგი 18 წლის იყო. რეინას პირველ გუნდში გადასვლის შემდეგ უკვე ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ვიქტორი მას ვეღარ გაყვებოდა. "ბარსელონა”-ს ხელმძღვანებლობა ვერ გარისკავდა 2 ახალგაზრდა მეკარის ყოლას. ამის მიუხედავად ახალგაზრდა ვიქტორი ფარ-ხმალს არ ყრიდა და ბოლომდე ბრძოლობდა იმასათვის, რათა პირველ გუნდში გადაეყვანათ. მას გვერდში ედგა მისი საუკეთესო მეგობარი, ანდრეს ინიესტა, რომელიც ასევე ბრძოლობდა პირველ გუნდში სათამაშოდ.

ოცნება ახდა

ვალდესი ტყუილად არ იცდიდა. რეინამ ვერ მოახერხა გამხდარიყო ნომერი პირველი მეკარე და საბოლოოდ დატოვა "ბარსა” და გადავიდა "ვილიარეალში”. საბოლოოდ ორი საუკეთესო მეგობარი (ვალდესი და ინიესტა) ერთად გადავიდნენ პირველ გუნდში და მათი დებიუტი 2002 წლის 14 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მატჩში პოლონურ "ლეგია”-სთან შედგა, ამ მატჩში კატალონიელებმა 3 : 0 იმარჯვეს.

2003/04 წლების სეზონი ვალდესმა დაიწყო როგორც გუნდის პირველი მეკარე და 21 წლის ასაკში უკვე თავის თავში დარწმუნებული იყო და სწამდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ. თუმცა "მალაგა”… 5 უპასუხო გოლი და 5 : 1… სამარცხვინო მარცხი. შემდეგ "რეალი”… 37-ე და 73-ე წუთებზე "ნოუ-კამპის” ტრიბუნები რონალდომ და რობერტო კარლოსმა დაადუმეს; 83-ე წუთზე კლუივერტმა ერთი გაქვითა, საბოლოო ანგარიში კი 1 : 2 დაფიქსირდა. ამის შემყურე ფრანკ რაიკაარდი გაოგნებული იყო. მან გადაწყვიტა "ამოეგდო” ვალდესი ძირითადი შემადგენლობიდან. რამდენიმე კვირის შემდეგ ვიქტორი ბრუნდება ძირითადში. "ბეტისი”-”ბარსელონა”. 33-ე წუთი და ლისონდო კორტესი ჯიბიდან წითელ ბარათს იღებს და მიემართება ვალდესისაკენ. ეს ესპანელი მეკარისათვის პირველი წითელი იყო. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ არამარტო ვალდესმა, არამედ მთლიანად "ბარსელონამ” ჩააგდო 2003/04 წლების სეზონი.

2004/05 სეზონი პირველი საუკეთესო სეზონი იყო ესპანელი მეკარის კარიერაში. "ბარსამ” მოახერხა და გახდა პრიმერა დივიზიონის ჩემპიონი, ხოლო ვალდესი რაღაც ჩავარდნების მიუხედავად მაინც გახდა ესპანეთის საუკეთესო მეკარე. ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი ამ წელს ის იყო, რომ "ბარსელონა”-ატლეტიკო”-ს დაპირისპირების წინ ფერნანდო ტორესი მივიდა ვალდესთან და უთხრა, რომ იგი "კამპ-ნოუზე” 2 გოლის გატანას აპირებდა. ყველაფერი ისე აგიხდეთ, როგორც ეს ნათქვამი ახდა. მატჩის პირველ და 90-ე წუთებზე ვალდესი გაოგნებული დარჩა და მატჩის საბოლოო ანგარიში 0 : 2 დაფიქსირდა. ამის მიუხედავად ვიქტორი მაინც გახდა სეზონის საუკეთესო მეკარე. იგი 0.71 გოლს უშვებდა საშუალოდ თითოეულ მატჩში.

კატალონიელი სუბისარეტა

"იკერ კასილასი შესანიშნავი გოლკიპერია, თუმცა ძალიან არ მიყვარს როცა მასთან მადარებენ. ჩვენ სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან აბსოლიტურად ყველაფრით.” განაცხადა ვალდესმა პრიმერას თასის აწევის შემდეგ. ვალდესი ასე ფიქრობდა, ხოლო კასილასს სულ სხვა აზრები უტრიალებდა თავში; იგი ფიქრობდა, რომ იყო ესპანეთში საუკეთესო მეკარე და ამის მიზეზიც ქონდა, იგი ხომ ესპანეთის ნაკრებში ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ირიცხებოდა. ვერც ვალდესი და ვერც რეინა ვერ ახერხებდნენ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.

2005/06 წლებში "ბარსამ” შესანიშნავი თამაში აჩვენა; მათ მოიპოვეს ესპანეთის თასი, გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები და მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა. ვალდესი შესანიშნავი იყო ამ სეზონში. იყო რაღაც შეცდომები, თუმცა უშეცდომო მეკარე გინახავთ? რაც მთავარია ვიქტორი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "თავს იგიჟებდა” საჭირო მატჩებში. თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გავიხსენოთ: ტიერი ანრის შესანიშნავი გარღვევები, ბრწყინვალე დარტყმები და ვიქტორ ვალდესი სასწაულებს ახდენს. ასეთი თამაშის მიუხედავად ესპანელმა გოლკიპერმა მაინც ვერ მოიპოვა საუკეთესო მეკარის წოდება, მაგრამ რაც მთავარია მისი ოცნებები ახდა და "ბარსამ” მოახერხა 3 თასის აწევა.

2006/07 წლები ფრანკ რაიკაარდისთვის ბოლო გამოდგა "ბარსაში”. ჯერ იყო და "ლივერპულთან” ვალდესის სასტიკი შეცდომები და "ბარსა” ემშვიდობება ჩემპიონთა ლიგას. შემდეგ თითქოს და უკვე მოგებულ ესპანეთის ჩემპიონატს ვალდესი თავისი ხელით აკარგვინებს კლუბს. 37-ე ტურის მატჩში "ესპანიოლის” წინააღმდეგ ტამუდომ გახსნა ანგარიში. შემდეგ ლიონელ მესის ბრწყინვალე თამაში და უცბად ტაბლოზე ანგარიში 0 : 1 -დან 2 : 1 -ზე შეიცვალა. მიმდინარეობს მატჩის 92 წუთი, ტამუდოს დარტყმა და… მადრიდის "რეალი” ჩემპიონია. "კამპ-ნოუზე” მატჩი 2: 2 სრულდება და ვალდესს მთელი "ბარსას” ფანები "ლანძღავენ” და მას აბრალებენ ყველაფერს.

"იყო "ბარსას” მეკარე არ არის ადვილი საქმე, ვალდესი მაღალი კლასის მეკარეა; მან ჩააბარა ყველა გამოცდა და მოხვდა კატალონიელების მთავარ კლუბში. თავიდან იგი "ლა მასიას კარს იცავდა, შემდეგ "ბარსა ბ”-ს ღირსებას იცავდა და ახლა მან სასწაული მოახდინა და იმდენი ქნა, რომ პირველ კლუბში გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილიც დაიკავა. იგი თითოეული მატჩიდან უფრო და უფრო მეტ პრაქტიკას იღებს და ერთი სეზონის ჩაგდება იმას არ ნიშნავს, რომ იგი "ბარსას” დონის მეკარე არ არის.” განაცხადა ანდონი სუბისარეტამ.

კატალონიელი სუბისარეტა


მართალია ეს სეზონი ასე ჩავარდა თუმცა 2008/09 სეზონი სულ სხვანაირად დაიწყო. "ბარსელონამ” გააოგნა მთელი მსოფლიო და მოახერხა და მოიპოვა 6 თასი. ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა ვიქტორ ვალდესმა. იგი შესანიშნავი იყო მთელი სეზონის მანძილზე; მან ყველაზე შესანიშნავად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ჩელსის” წინააღმდეგ; ვიქტორმა სასწაულები გააკეთა ლონდონში თამაშის დროს,დიდიე დროგბამ ბევრი ეცადა თუმცა ვერა და ვერ მოახერხა კატალონიელთა კარის დალაშქვრა და ეს ყველაფერი ვალდესის დამსახურებაა. (ვინც არ იცის, თუმცა ეჭვი მეპარება ვინმემ რომ არ იცოდეს, "ბარსამ” 1 : 1 დაასრულა ის თამაში ინიესტას შესანიშნავი გოლის წყალობით და გავიდა ფინალში სადაც 2 : 0 დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი”).

ანბანი ვალდესისგან

A: AMISTAD (მეგობრობა)

ანდრეს ინიესტა და ტიაგო მოტა-ფეხბურთელები, რომლებთანაც ყველაზე ახლოს ვარ და ყველაზე კარგი მეგობრები არიან.

B: BARCELONA (ბარსელონა)

პირველად ვეწვიე "კამპ-ნოუს” მამაჩემის მეგობართან ერთად "ბარსელონა”-”სევილიას” მატჩზე.

C: CARLOS NAVAL (კარლოს ნავალი)

პირველი კლუბის მწვრთნელი. იგი შესანიშნავი ადამიანია და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

D: DORMIR (ძილი)

მიყვარს ძილი, თუმცა დრო არ მაქვს, რომ დიდხანს მეძინოს, მაგრამ თამაშების შემდეგ ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე და დიდხანს მძინავს.

E: ESPIRITU (სული)

მე გამარჯვებულის სული მაქვს, მიყვარს გამარჯვება; მესმის, რომ ფეხბურთი არის სპორტი, თამაში, თუმცა როდესაც მატჩში ვიმარჯვებ ამით უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ.

F: FRANK RIJKAARD (ფრანკ რაიკაარდი)

იგი შესანიშნავი მწვრთნელია და მისი დარიგებები ყოველთვის კარგის მომტანი იყო კლუბისთვის.

G: GOL (გოლი)

ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა გოლი გამიტანოს და არ გამოზდის.

H: HOSPITALET (ოსპიტალეტი)

მე იქ დავიბადე და ვიცხოვრე პირველი 5 წელი.

I: IPIENS EDUARD (ედუარდ იპიენსი)

იგი ჩემი წარმომადგენელია, მე მას ჩემს თავზე მეტად ვენდობი.

J: JORQUERA (ალბერტ ხოლკერა)

ბრწყინვალე გოლკიპერი. მას დიდი გზის გავლა მოუწია რათა მოეპოვებინა ძირითად შემადგენლობაში ადგილი.

K: KHAN (ოლივერ კანი)

ჩემთვის ეს პიროვნება ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. იგი ჩემი კუმირია.

L: LAGRIMAS (ცრემლები)

მე ავტირდი, როდესაც ვუყურე ფილმს სახელად "ანტუან ფიშერ”. ჩემი პირველი და ყველაზე "ძლიერი” ტირილი იყო პაპაჩემის, ეზეკილის გარდაცვალების შემდეგ.

M: MASIA (ლა მასია)

იქ შენ ყალიბდები როგორც ნამდვილი ადამიანი.

N: NEWCASTLE (ნიუკასლი)

ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჩემთვის. იმ დროისათვის ჯერ კიდევ დუბლებში ვიყავი და ვან გაალმა ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. სხვათაშორის კარი მშრალად შევინახე.

O: OTRAS LIGAS (სხვა ჩემპიონატები)

ძალიან მომწონს ინგლისის ჩემპიონატი, ძალიან არ მომწონს იტალიის. ინგლისის ნებისმიერი კლუბის შეხვედრის ყურება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

P: PRIMERA PELOTA (პირველი ბურთი)

მეკარისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ბურთის მოგერიება, მართალია ამით არაფერი წყდება თუმცა გოლკიპერებისათვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

R: RUSTU (რუშთუ)

კარგი პარტნიორი, თავისი საქმის პროფესიონალი. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

აი ასეთია ჩვენი ვიქტორ ძიას ბიოგრაფია, იმედია დაგაკმაყოფილათ. smile

რედაქტორი: aDmInI

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 994 | დაამატა: aDmIn | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ბანერი
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
რეკლამა
Copyright GrInChI © 2024