პარასკევი, 2024-04-19, 7:31 AM
GrInChI.TK
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
მეგობარი საიტი
ძებნა
სექციის კატეგორიები
თხოვნები
პროგრამები
თამაშები
ფილმები
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
გაკვეთილები
მობილურისთვის
ელ.წიგნი
სერიალები
ანიმაციები
სპორტი
სხვა....
როგორ დავდო სიახლე
საეკლესიო
ახალი ამბები
ჩვენი გამოკითხვა
ვის ბალეშიკობთ მსოფლიო ჩემპიონატზე?
სულ პასუხი: 167
ბანერი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ბანერი
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ბოიანი ფანებს დახმარებას სთხოვს ”ვალიადოლიდის” დამარცხებაში
12:41 PM
ბოიანი ფანებს დახმარებას სთხოვს ”ვალიადოლიდის” დამარცხებაში

ბოიან კრკიჩი თვლის, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა საზიანო გამოდგება სეზონის ბოლო ტურში, რომელშიც ”ბარსელონა” ”ვალიადოლიდს” უმასპინძლებს. ესპანელმა ფანებს მოუწოდა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ საკუთარ გუნდს.
 ახალგაზრდა თავდამსხმელი თვლის, რომ ”ვალიადოლიდი” ადვილად ვერ დამარცხდება: ”ისინი მთლიანად დაცვაზე იქნებიან გადართულები. ველით, რომ ძალიან ძნელი მატჩი იქნება და რაც შეიძლება, მალე უნდა გადავწყვიტოთ თამაშის ბედი.”
 ”ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში, უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიში 0:0 დიდი ხნით არ შევინარჩუნოთ. ამიტამაც პირველი წუთების კარგად დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ამაში კი, ფანები დაგვეხმარებიან.”


 ”უკეთესი გავხდი, ვიდრე შარშან ვიყავი”
ბოიანმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადა. ეს სტატისტიკაშიც აისხა. კრკიჩმა ბოლო 10 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა: ”ყველაფერს მიაღწევ, თუ ბევრს იშრომებ. ვგრძნობ, რომ დღეს უკეთესი ფეხბურთელი გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. მოხარული ვარ, რომ გამოცდილებას ვიძენ ნელნელა. ადვილი არ იყო, მაგრამ მაინც მოვახერხე ბევრის სწავლა.”
 ბოიანმა ”სევილიას” და ”ვილიარეალის” დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა: ”ის ორი მატჩი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. თავს მშვენივრად ვგრძნობ, მაგრამ მთავარია ასეთ მატჩებში რეგულარულად გამოვიჩინო თავი და მინდორზე დისკომფორტი არ შემექმნას.”

 ბოიანი და ესპანეთის ნაკრები
 მიუხედავად იმისა, რომ კრკიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელის სტატუსით ვერ გაემგზავრება, მომავალში ესპანელს ნაკრებში თავის გამოჩენის იმედი აქვს: ”ლოგიკურია განაცხადში რომ ვერ მოვხვდი, თუმცა ძალიან მესიამოვნებოდა მწვრთნელს რომ გამოვეძახე. ჯერ ძალაინ ახალგაზრდა ვარ და იმედია, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე შანსი მომეცემა.”

 

წყარო: www.fcbarcelona.cat
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 713 | დაამატა: aDmIn | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ბანერი
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
რეკლამა
Copyright GrInChI © 2024